"როქისა" და "მომავლის ფერმერის" თანამშრომლობის ფარგლებში პროექტი MOLI კახეთის მხარდაჭერით რაჭის რეგიონში კახეთის ვეტაფთიაქების და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებისთვის, ასევე, კერძო ვეტერინარებისთვის სასწავლო ტური ჩატარდა.
ტურის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მეცხოველეობის ყველაზე დიდ ფერმას - "ბლაუენშტაინ საქართველოს" და პროფესიულ კოლეჯ "ერქვანს". ამბროლაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მხარდაჭერით კი შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ვეტერინარებთან და ფერმერებთან. ტურის ფარგლებში რეგიონის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მუშაობის სპეციფიკა, უნარები, ისაუბრეს დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე. დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები, რაც კახეთისა და რაჭის ვეტერინარებს დაახლოვებს და ფერმერებისთვის სასარგებლო შედეგზე იქნება ორიენტირებული.
პროექტის მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში, რომელიც HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.