სპეციალიზებული კურსები გერმანიაში
 21/02/2019
საინტერესო სიახლე „მომავლის ფერმერისა“ და გერმანიის ვაინშტეფან - ტრისდორფის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტისგან!

საინტერესო სიახლე „მომავლის ფერმერისა“ და გერმანიის ვაინშტეფან - ტრისდორფის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტისგან!


აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საშუალება გეძლევათ აიმაღლოთ ცოდნა და კვალიფიკაცია, გაიძლიეროთ უნარები კონკრეტული მიმართულებებით. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული აგროსაკონსულტაციო ცენტრი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს სერტიფიცირებულ სპეცკურსებს სთავაზობს.

"მომავლის ფერმერი" მზადაა ორგანიზაციულ საკითხებში დახმარება გაუწიოს ყველა სამიზნე ჯგუფს. მთავარი მოთხოვნაა: შეგროვდეს მინიმუმ 8 მსურველი, რომ შესაბამისი კურსი დაიგეგმოს. გთხოვთ, გაეცნოთ უნივერსიტეტში დანერგილ მოდულებს, რისი ათვისების შანსიც გეძლევათ.

•    ცხოველთა საკვების წარმოების ტექნოლოგია
•    საკვების წარმოება და საკვების ანალიზი
•    მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის  მენეჯმენტი
•    საკვებისა  და რძის აღჭურვილობა (პირუტყვი, ღორი, ცხვარი, ფრინველი)
•    სოფლის- მეურნეობის ტექნოლოგია
•    სასოფლო-სამეუნეო ეკონომიკა
•    ღორის მოშენება, კვება და ჰიგიენა
•    სპეციალური პროფესიული კურსი ვეტერინარებისა და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებისათვის
•    აგრომარკეტინგი და აგრარული პოლიტიკა
•    ბიზნესის დაგეგმვა და ორგანიზება

ყველა პროფესიული კურსი ორიენტირებულია სამიზნე ჯგუფებზე  და აქცენტს აკეთებს  პრაქტიკულ მხარეზე.


ვაინშტეფან - ტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან პარტნიორების ფარგლებში ტიპიური პროგრამის გარდა, არსებობს შესაძლებლობა  ინდივიდუალური მოთხოვნის მიხედვით დაიგეგმოს ჯგუფური ტური, სადაც მონაწილეთა რაოდენობა 6-15 ადამიანით განისაზღვრება.


კურსი მოიცავს 6 სალექციო დღეს ( 7 ღამე)  და  შემადგენლობაში 7-8 ადამიანია.

მომსახურებაში შედის ტრანსპორტირება, კვება, საცხოვრებლითა და სასწავლო მასალით უზრუნველყოფა, სერტიფიკატი.

კურსის ღირებულება - 1200 -1400 ევრო ყველა ხარჯის გათვალისწინებით.


ტელ.: 599600341
info@fof.ge