მასტერკლასი სურსათის უვნებლობაში
 19/03/2019
ასოციაცია “მომავლის ფერმერის” ორგანიზებით და ACDA VOCA-ს მხარდაჭერით 14-20 ივნისს ჩატარდება HACCP საერთაშორისო ალიანსის მიერ აკრედიტირებული და სერტიფიცირებული მასტერკლასი სურსათის უვნებლობაში.

სწავლებას გაუძღვება საერთაშორისო ექსპერტი, NEHA's Food Safety  დირექტორი, HACCP საერთაშორისო ალიანსის უფროსი კონსტრუქტორი, დოქტორი ევან ჰა. ექსპერტი ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას სურსათის უვნებლობის, საერთაშორისო ISO სტანდარტებსა და რძის გადამუშავების სფეროში.
მასტერკლასის ფასილიტაციას გაწევს ქართველი ექსპერტი სურსათის უვნებლობაში ეკატერინე ბურკაძე.


მასტერკლასი ჩატარდება ორი სამიზნე ჯგუფისთვის: სურსათის უვნებლობის სპეციალისტებისა და მეწარმეებისთვის.


მასტერკლასის ხანგრძლივობა -2 სამუშაო დღე (12-14 საკონტაქტო  საათი, მათ შორის თეორია 10 საათი, 2-4 საათი პრაქტიკული მეცადინეობა).

ორგანიზატორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ 2 დღის განმავლობაში ტრენინგთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გარდა მონაწილის კვებისა და ლოჯისტიკური საკითხებისა, რაც შეადგენს 250 ლარს.


HACCP საერთაშორისო ალიანსის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ სპეციალისტებისთვის მასტერკლასის დამთავრების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე. სერტიფიკატის ოფიციალური მოსაკრებელი შეადგენს 10$-ის ექვივალენტს ლარში.


დანარჩენი მონაწილეებისთვის გაიცემა „მომავლის ფერმერის“ სერტიფიკატი.


მიმდინარეობს მასტერკლასზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 01.05.2019

რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე: http://bit.do/eMmhN

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599600341 / info@fof.ge