"ფერმა, როგორც საკლასო ოთახი"
 20/03/2019

 

ასოციაცია "მომავლის ფერმერის" ახალი ინიციატივა

 

ქართველი ფერმერები მზადყოფნას გამოთქვამენ უმასპინძლონ სასკოლო ასაკის მოზარდებით (10-17 წელი) დაკომპლექტებულ ჯგუფებს.  ადგილზე ბავშვებს საშუალება ექნებათ ახლოს გაეცნონ  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ფერმის ყოველდღიურობას.

მეურნეობებში მოზარდები გაეცნობიან არა მხოლოდ იმას, თუ სად და როგორ იწარმოება ჩვენი სურსათი, არამედ, თუ როგორ იყენებენ ფერმერები ბუნებას. აგრობანაკისთვის წინასწარ შერჩეული ინფრასტრუქტურა და  ფერმერული მეურნეობები ქმნის იდეალური ბაზას პრაქტიკაზე ორიენტირებული გაკვეთილისათვის და იძლევა მნიშვნელოვანი გამოცდილებას ცხოველებთან და მცენარეებთან ურთიერთობაში. ფერმაში ბავშვებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დაინახონ, არამედ შეეხონ და თავადაც აქტიურად ჩაერთონ საქმიანობაში.

პირველი აგრობანაკი პროფესიულ კოლეჯ „აისის“ ბაზაზე მოეწყობა. კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო და პრაქტიკული ინფრასტრუქტურით, სადემონსტრაციო ნაკვეთებით, და დაკომპლექტებულია პროფესიონალი  თანამშრომლებით . კოლეჯს აქვს  სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი და თანამედროვე სტანდარტების სასადილო, სადაც მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება სამჯერადი სრულფასოვანი კვება. სასადილო იყენებს ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებს.

სასწავლო-პრაქტიკული საათების შემდეგ გაიმართება ინტელექტუალური, გასართობი და სახალისო აქტივობები.

აგრობანაკის მონაწილეთ მაქსიმალური რაოდენობა: 30 მოსწავლე

ბანაკს გაუძღვება  2 კურატორი და ტრენერები (აგრომარკეტინგი, აგრობიზნესი, ვეტერინარია, აგრონომია,  ბიომეურნეობა)
ბანაკის  ხანგრძლივობა 3 დღე: პარასკევი, შაბათი, კვირა. (გასვლა პარასკევს  09.00 საათზე; დაბრუნება კვირას 21:00 საათზე. ტრანსპორტირება ავტობუსით.)
მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება შემდეგი თარიღებისთვის :

  •    3-5 მაისი  ( I ჯგუფი )
  •    10-12 მაისი;   ( II ჯგუფი )
  •    17-19 მაისი. ( III ჯგუფი )

აგრობანაკის ტრენერებისა და კურატორების ხარჯებს ფარავს ასოციაცია „მომავლის ფერმერი“, მონაწილეები გადაიხდიან ტრანსპორტირების, სასტუმროს და კვების ხარჯებს.

3-დღიანი აგრობანაკის ღირებულებაა 180 ლარი.

მსურველები დარეგისტრირდით: info@fof.ge / 599 600 341 ნინო ნადიბაიძე, აგრობანაკის კურატორი.