რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზებით, ოჯახური მეურნეობების გაძლიერების მიზნით, კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება ასოციცაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, ცხადყოს ოჯახური მეურნეობების როლი დღევანდელობაში.
ოჯახური მეურნეობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გავაუმჯობესოთ საარსებო პირობები, უკეთესად ვმართოთ ბუნებრივი რესურსები, ვუზრუნველყოთ გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, განსაკუთრებით სოფლად.