აჭარაში სოფლის მეურნეობის ექსტენციის სტრატეგიის პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
 13/09/2019

 

11 სექტემბრს, ბათუმში, სასტუმრო რედისონში გაიმართა აჭარაში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის ირგვლივ სამუშაო ფორმატში ვორკშოფი. შეხვედრის მიზანი იყო ექსტენციის პროცესში ჩართული ყველა რგოლის ფუნქციის და აქტივობის კვლევა, რეგიონში არსებული სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების გაცნობა, კომპეტენციის საკითხების გასაზღვრა, მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესწავლა და ყველა იმ საჭიროების კვლევა, რაც აჭარაში ექსტენციის ეფექტურად განხორციელებას სჭირდება. სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი და წარმოადგინა საკუთარი რეკომენდაციები და მოსაზრებები.


აჭარის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (USDA) მიერ, პროექტს ახორციელებს ასოციაცია მომავლის ფერმერი, აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით. ძირითად მიზანს წარმოადგენს რეგიონში გრძელვადიანი ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება და საბოლოო ჯამში ფერმერების ინფორმირების დონის ამაღლება სხვადასხვა სახის სწავლებების საშუალებით.