ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის მიმართულებით
 10/12/2019

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარეობს სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის მიმართულებით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა.


სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის (RAPDI) პროექტის განმახორციელებელი.


შეხვედრაზე განხილული იქნება ამერიკული გამოცდილება და წარმატების მაგალითები. ასევე, საქართველოში არსებული რეალობა, გამოწვევები და გადაჭრის გზები.