31 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარდა ფიტოსანიტარიის ეროვნული საორგანიზაციო კომიტეტის პირველი სხდომა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროსა და მისი ინსტიტუტების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, წარმომადგენლები საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და საბაჟოდან. შეხვედრას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ხანიშვილი.
ფიტოსანიტარიის საორგანიზაციო კომიტეტის ძირითადი მიზანია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება მცენარეთა მავნე ორგანიზმების ადრეული დიაგნოსტიკისა და მართვის საშუალებით.
კომიტეტს კოორდინირებას უწევს მომავლის ფერმერის გუნდი, პროექტი ხორციელდება USDA-ს მხარდაჭერით.