კონკურსი "ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას"
 10/02/2020

„მომავლის ფერმერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს კონკურსს „ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგით დაინტერესება. კონკურსი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში ჩართულია 2000-ზე მეტი სკოლა.

კონკურსი ძირითადად სოფლად დასაქმებული ოჯახებში არსებული მოსწავლეებისთვის არის, რომლის მიზანია ბავშვებს მისცეს მოტივაცია ჰქონდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი ბოსტანი, სწორად შერჩეული სათესლე/ სანერგე მასალები, ნაკლებად გამოყენებული პესტიციდები, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, რათა სამომავლოდ ეფექტურად მართოს მეურნეობა. კონკურსანტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თავდაპირველად შეირჩევა 10 საუკეთესო, რომელთაგან სამს ადგილზე გამოავლენს სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია.

გამარჯვებული მოსწავლეების ბოსტნები გახდება სადემონსტრაციო მოქმედი ფერმერებისთვისაც.
გარდა იმისა, რომ რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო კომპანია მოსწავლეებისთვის აწესებს პრიზებს, გამარჯვებულები გახდებიან ცნობადები და მათ შესახებ მომზადდება ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდება რეგიონულ და ცენტრალურ მედიაში.