20 თებერვალს, „მომავლის ფერმერისა“ და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით №3 შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღეს კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის დოქტორებმა: ბილ ერისიანი, დეივ გორაჰო და ჯეიკ ვენგერი. მათ სამეთვალყურეო საბჭოს გააცნეს მავნებლების მართვის ეროვნული ინტეგრირებული სისტემის (Roadmap) შემუშავების საკითხები, კალიფორნიის განათლების სისტემის სპეციფიკა - მცენარეთა დაცვის სწავლება უნივერსიტეტებში. ამას გარდა, საბჭოს შეხვედრაზე სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია ეროვნული ფიტოსანიტარული სტრატეგიის მიმდინარე აქტივებსა და სამომავლო გეგმებზე, წარმოადგინეს შესრულებული ანგარიშები.
აღნიშნული სამეთვალყურეო საბჭო ჩამოყალიბდა USDA-ის და ფრეზნოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი".