დოქტორი ლიზა ლოქსმანი წლების განმავლობაში გახლდათ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სურსათისა და სოფლის მეურნეობის ეროვნულ ინსტიტუტთან (NIFA) არსებული საერთაშორისო პროგრამების ცენტრის (CIP) ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა, ახალგაზრდების გაერთიანება და მათი ადვოკატირება, სამოქალაქო აქტივობა და ახალგაზრდებისა და ზრდასრულთა ლიდერობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც დოქტორი ლიზას სახელს უკავშირდება ორგანიზაცია 4-H-ის ეროვნული შტაბის, ახალგაზრდობისა და 4-H-ის განყოფილების დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას (2010-2018 წწ).
ლიზა არიზონას უნივერსიტეტის კადრთაშორისი მისიის ემისრად ორგანიზაცია 4-H-ის ეროვნულ შტაბში 2010 წლის თებერვლამდე მუშაობდა. მისი კარიერა აშშ-ის სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკონსულტაციო სისტემაში 40 წელზე მეტს ითვლის. ის მსახურობდა ორი სხვადასხვა შტატის ორ ოლქში, როგორც შტატის, ასევე - ნაციონალურ დონეზე. აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაცია 4-H-ის სოფლის მეურნეობის საკითხებზე კონსულტანტთა ეროვნულ ასოციაციაში (NAE4-HA), სადაც პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
ლიზა ლოქსმანმა დოქტორის წოდება მოიპოვა არიზონას უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ფსიქოლოგიაში, პროგრამების შეფასების კვლევის მეთოდოლოგიის ფსიქოლოგიის სპეციალობით. ასევე, აქვს მაგისტრის ხარისხი საგანმანათლებლო ფსიქოლოგიაში, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი - ემპორიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხი საოჯახო მეურნეობის განვითარების დარგში - კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლიზა გაიზარდა კანზასის შტატში, მერძევეობის ფერმაში. ის ახლახან გავიდა პენსიაზე აშშ-ის ფედერალური სამსახურიდან.