მცენარეთა დაცვის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-5 სხდომა გაიმართა
 30/03/2021
30 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარდა მცენარეთა დაცვის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-5 სხდომა.

შეხვედრაზე გაჟღერდა აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, თავმჯდომარის მიერ გაიცა რეკომენდაციები და დავალებები წევრებისა და მის ქვეშ არსებული სამუშაო ჯგუფებისათვის.

სამეთვალყურეო საბჭო შექმნილია სამინისტროს ბაზაზე, მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით და აერთიანებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინსტიტუტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დონორ ორგანიზაციებს. პროექტს ახორციელებს მომავლის ფერმერი ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით.