ტრენინგის თემები გახლდათ:
- ცხოველთა კვების მენეჯმენტი და მისი როლი ფერმის მართვაში;
- ცხოველთა მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი ჯიშები, მათი სელექცია და თავისებურებები.
ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი.
ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.