ტრენინგი სოფელ ნორიოში ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის
 21/05/2021
21 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის.


ტრენინგის თემები გახლდათ:

ცხოველთა ინფექციური, ინვაზიური და ჰელმინთური დაავადებები, მკურნალობა და პროფილაქტიკა. ტრენერი: ნატო ფერაძე.

ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ძირითადი პრეპარატები, საკვებდანამატები, იმუნოსტიმულატორები და მათი გამოყენების წესი. ტრენერი: თეა ოშხერელი.

ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.