მომავლის ფერმერის ახალი პროექტი
 14/05/2021
მომავლის ფერმერი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ პროგრამასთან პარტნიორობით იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდება ტრენინგები მერძევე და მეხორცული მიმართულების ფერმერებისთვის.

ტრენინგები დაფარავს ისეთ აქტუალურ და ფერმის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ვეტერინარული დაავადებები, მათი მკურნალობის მეთოდები, პრეპარატები, საკვებდანამატები და მათი გამოყენების წესი, ადგილობრივი და საერთაშორისო მაღალპროდუქტიული ჯიშები, მათი მოვლისა და სელექციის თავისებურებები, ცხოველთა კვება, ცხოველთა სტრესის შემცირების მეთოდები, პროდუქციის ბრენდინგი და მარკეტინგი.


პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) მიერ და ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით.