ტრენინგი ჩატარდა უფასოდ, ონლაინ ფორმატში.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა: რა არის დახურული გრუნტი-სათბური; სათბურის სახეები, ტიპები; ოპტიმალური კლიმატური პირობები სათბურში; გათბობის საშუალებები სათბურში; ტენიანობა და რწყვის რეჟიმი სათბურში; სინათლის რეჟიმი და მისი რეგულირება სათბურში; ჩითილების გამოყვანა და მნიშვნელობა, საჩითილე კულტურების სხვლა-ფორმირება, მოვლა.
ტრენინგი ჩაატარა ნატო კაკაბაძემ, რომელიც გახლავთ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი; კომპანია ,,ბარაქას“ სამეცნიერო აგრო-კონსულტანტი.