ტრენინგი თელეთში ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის
 16/06/2021
მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 16 ივნისს, გარდაბანში, სოფელ თელეთში, შპს ფერმა მარგებელის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის.


ტრენინგის თემები გახლდათ:

- ცხოველთა სტრესის შემცირების თანამედროვე მიდგომები და ცხოველთა კეთილდღეობა,  ტრენერი: მაია ბერუაშვილი

- ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ძირითადი პრეპარატები, საკვებდანამატები, იმუნოსტიმულატორები და მათი გამოყენების წესი, ტრენერი: თეა ოშხერელი.

 ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

საველე ტრეინინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.