ტრენინგის თემები გახლდათ:
-რძის და ხორცის ნაწარმის ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვები, ბაზარზე პოზიციონირება, ტრენერი: შალვა კვეზერელი.
- ცხოველთა ინფექციური, ინვაზიური და ჰელმინთური დაავადებები, მკურნალობა და პროფილაქტიკა, ტრენერი: ნატო ფერაძე.
ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.
საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.