ტრენინგები სოფელ ართანაში ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის
 24/06/2021
მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 28 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის.

ტრენინგს უმასპინძლა პროფესიით ვეტერინარი, მანანა გიუნაშვილის მერძეული მიმართულების ფერმამ. ქალბატონი მანანა წელიწადნახევარია ფერმერულ საქმიანობას ეწევა. მას ჰყავს 30 სული შვიცის და კავკასიური წაბლას ჯიშის პირუტყვი. მიღებულ რძეს თავად არ ამუშავებს, აბარებს გადამამუშავებელ საწარმოებს.

ტრენინგის თემები გახლდათ:

- ცხოველთა მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი ჯიშები, მათი სელექცია და თავისებურებები, ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი.
- ცხოველთა კვების მენეჯმენტი და მისი როლი ფერმის მართვაში, ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი.
- ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ძირითადი პრეპარატები, საკვებდანამატები, იმუნოსტიმულატორები და მათი გამოყენების წესი, ტრენერი: თეა ოშხერელი.

ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.