ტრენინგის თემები გახლდათ:
- რძის და ხორცის ნაწარმის ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვები, ბაზარზე პოზიციონირება. ტრენინგს გაუძღვა სოფლის მეურნეობის ექსპერტის, შალვა კვეზერელი.
- ცხოველთა სტრესის შემცირების თანამედროვე მიდგომები და ცხოველთა კეთილდღეობა, ტრენერი: მაია ბერუაშვილი
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.
საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37-ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.