შეხვედრა ახალგაზრდობის თემის ფოკუს ჯგუფთან დარგში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გამოსავლენად
 15/07/2021
15 ივლისს, სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ბათუმის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდობის თემის ფოკუს ჯგუფთან დარგში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გამოსავლენად.

მხარეებს შორის შედგა დისკუსია სამომავლო გეგმებთან და რეგიონში დასაგეგმ აქტივობებთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი კოლეჯების, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის, სამინისტროსა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და პროგრამების წარმომადგენლები.

სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".