"მომავლის ფერმერისა" და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ რამდენიმე ფოკუს ჯგუფს რეფიონში ამ კუთხით არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების, გამოწვევების შესახებ, მხარეებს შორის შედგა დისკუსია სამომავლო გეგმებთან და რეგიონში დასაგეგმ აქტივობებთან დაკავშირებით. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი წარმატებული და ლიდერი ქალები, მათ შორის, ასოციაციების ხელმძღვანელები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ და ახორციელებს მომავლის ფერმერი.