"მომავლის ფერმერის" და USDA-ის წარმომადგენლები ქობულეთის კოლეჯ "ახალ ტალღაში"
 31/07/2021
გრძელდება შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან აჭარაში სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში.

ამჟამად "მომავლის ფერმერის" და USDA-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ კოლეჯ "ახალ ტალღას" ქობულეთში, შეხვდნენ მომზადებისა და გადამზადების სტუდენტებს, გაეცნენ ადგილობრივ საჭიროებებს და მოინიშნეს ის მნიშვნელოვანი მიმართულებები და გამოწვევები, რაც დგას დღის წესრიგში და გასათვალისწინებელია მომდევნო პერიოდის გეგმებში.

სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ (USDA) და ახორციელებს მომავლის ფერმერი.