მავნებელთა ინტეგრირებული მართვის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა
 13/10/2021
"მომავლის ფერმერისა" და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით 12 ოქტომბერს

ონლაინ ფორმატში ჩატარდა მავნებელთა ინტეგრირებული მართვის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი შეიქმნა მცენარეთა დაცვის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს ქვეშ და აერთიანებს სახელმწიფო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, დარგის ექსპერტებს. მისი მიზანია მცენარეთა დაცვის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა მავნებელთა მართვის სასწავლო პროგრამის შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვის საშუალებით.

ეროვნული სამეთვალყურეო საბჭო, ისევე როგორც მის ქვეშ არსებული სამუშაო ჯგუფები, შექმნილია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას უწევს "მომავლის ფერმერის" გუნდი.