მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 23 ოქტომბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის.
ტრენინგს ესწრებოდნენ მსხვილი ფერმერები.
ტრენინგის თემები გახლდათ:
ცხოველთა მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი ჯიშები, მათი სელექცია და თავისებურებები, ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი.
ცხოველთა კვების მენეჯმენტი და მისი როლი ფერმის მართვაში, ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი.
რძის და ხორცის ნაწარმის ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვები, ბაზარზე პოზიციონირება, ტრენერი: შალვა კვეზერელი.
ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.
საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.