ტრენინგები ქარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის
 27/10/2021

მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 27 ოქტომბერს, ქარელის მუნიციპალიტეტში, ნოდარ გულიკაშვილის ფერმის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის. ფერმერს ჰყავს 100 სული ჰოლშტეინის ჯიშის პირუტყვი და აქვს თანამედროვე სტანდარტების ფერმა. გულიკაშვილი, თავის მხრივ, გაერთიანებულია კოოპერატივში. ტრენინგზე განხილული საკითხები მისთვის და კოოპერატივის წევრი ფერმერებისთვის ყოველდღიური საქმიანობის უკეთესად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია.

ტრენინგს ესწრებოდნენ მსხვილი ფერმერები.

ტრენინგის თემები გახლდათ:

ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ძირითადი პრეპარატები, საკვებდანამატები, იმუნოსტიმულატორები და მათი გამოყენების წესი. ტრენერი: თეა ოშხერელი;

რძის და ხორცის ნაწარმის ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვები, ბაზარზე პოზიციონირება. ტრენერი: შალვა კვეზერელი.

ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.