ტრენინგები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მესაქონლე ფერმერებთან
 30/10/2021

მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 30 ოქტომბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, მერაბ ძირკვაძის ფერმის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის. მერაბს ჰყავს 44 სულამდე ჰოლშტეინის ჯიშის პირუტყვი და ახალი დაწყებული აქვს ფერმერული საქმიანობა. აქვს ყველის გადამამუშავებელი საწარმო.

ტრენინგს ესწრებოდნენ მსხვილი ფერმერები და ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ ყველს.

ტრენინგის თემები გახლდათ:

ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ძირითადი პრეპარატები, საკვებდანამატები, იმუნოსტიმულატორები და მათი გამოყენების წესი. ტრენერი: თეა ოშხერელი;

რძის და ხორცის ნაწარმის ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვები, ბაზარზე პოზიციონირება. ტრენერი: შალვა კვეზერელი.

ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.