მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 6 ნოემბერს, კასპის მუნიციპალიტეტში, კახა ბუნტურის ფერმის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის. კახას ჰყავს 50-სულამდე ადგილობრივი - წაბლა და წითელის ჯიშის საქონელი.
ტრენინგის თემები გახლდათ:
ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ძირითადი პრეპარატები, საკვებდანამატები, იმუნოსტიმულატორები და მათი გამოყენების წესი. ტრენერი: თეა ოშხერელი;
რძის და ხორცის ნაწარმის ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვები, ბაზარზე პოზიციონირება. ტრენერი: შალვა კვეზერელი.
ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.
საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.