მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 25 ნოემბერს , საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ვალეჰ ჯამალოვის ფერმის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის. ვალეჰ ჯამალოვი 2014 წლიდან ეწევა ფერმერულ საქმიანობას, ჰყავს 10 სული შვიცის ჯიშის მერძეული პირუტყვი.
ტრენინგს ესწრებოდნენ მსხვილი ფერმერები. მათ დაათვალიერეს ფერმა.
○ ტრენინგის თემები გახლდათ:
- ცხოველთა მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი ჯიშები, მათი სელექცია და თავისებურებები, ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი
- ცხოველთა კვების მენეჯმენტი და მისი როლი ფერმის მართვაში, ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი
- ცხოველთა სტრესის შემცირების თანამედროვე მიდგომები და ცხოველთა კეთილდღეობა, ტრენერი: მაია ბერუაშვილი
ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა დაათვალიერეს ფერმა და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.
საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.