მცენარეთა დაცვის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა
 16/05/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარდა მცენარეთა დაცვის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, სამინისტროსა და მისი უწყებების მმართველი პირები.

საბჭომ უმასპინძლა მოწვეულ სტუმრებს ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ვაშინგტონის ოფისიდან და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტიდან, სხდომას ასევე ესწრებოდნენ სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ფიტოსანიტარიის მიმართულებით.

მხარეებმა განიხილეს დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარადგინეს ანგარიში განხორციელებულ კვლევებთან დაკავშირებით. საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაიცა რეკომენდაციები და დაისახა უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და კონკრეტული გეგმები.

მცენარეთა დაცვის დარგის გაუმჯობესების მიზნით ჩამოყალიბებული ეროვნული სამეთვალყურეო საბჭო შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე, „მომავლის ფერმერის“ კოორდინაციითა და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.