ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები "მომავლის ფერმერის" ოფისში
 18/05/2022

"მომავლის ფერმერის" ოფისმა უმასპინძლა ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ვაშინგტონის და თბილისის ოფისიდან.

სტუმრობისას დეტალურად განვიხილეთ საერთო ძალისხმევით მიმდინარე პროექტის აქტივობები, დაგეგმილი ღონისძიებები და ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლო მიმართულებებზე.

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღების საგანია განათლება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისათვის.