ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლების სტუმრობა გორის ინტენსიურ ბაღებში
 19/05/2022

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონის და თბილისის ოფისიდან "მომავლის ფერმერთან" ერთად გორის ინტენსიური ბაღები მოინახულეს.

შეხვედრა შედგა "აგროკომის" დირექტორ, ირაკლი მერკვილიშვილთან. ისინი ადგილზე გაეცნენ  დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რეგიონში გავრცელებული დაავადებების მართვის პრაქტიკას. საუბარი შეეხო დარგში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

დღევანდელი შეხვედრა განხორციელდა ფიტოსანიტარიის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".