22 ივნისს, „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, გორში ჩატარდა ტრენინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის წარმომადგენლებისა და მსხვილი მემცენარე ფერმერებისთვის, თემაზე „პესტიციდები და მათი უსაფრთხო გამოყენება“.
ტრენინგი ჩაატარა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სეზონურად თუ როგორ უნდა მოხდეს პესტიციდების გამოყენება, როგორ ხდება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მიღება, რა მნიშვნელობა და დადებითი მხარე აქვს აგრომეტეოსადგურების გამოყენებას... ტრენერმა მათ მსოფლიო გამოცდილება გაუზიარა და მსმენელების შეკითხვებს უპასუხა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და კონკრეტული კულტურების შესახებ მომზადებული აგროგზამკვლევები.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში.