აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით 23 აგვისტოს ჩატარდა ვორქშოფი/ტრენინგი, სადაც კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის დოქტორებმა მათ მიერ მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) შესახებ მომზადებული სასწავლო მასალები და მოდულები წარმოადგინეს.
ღონისძიებას დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, შემოსავლების სამსახურის, ლაბორატორიისა და RDA-ის ხელმძღვანელები და სპეციალისტები, ასევე, კერძო სექტორის და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრას ესწრებოდა USDA-ის ვაშინგტონის ოფისის დელეგაცია.