აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოში
 22/08/2022

საქართველოში სტუმრად იმყოფებიან აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ვიზიტის მიზანია ფიტოსანიტარიის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და სასწავლო პროგრამების წარდგენა.

მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ტრენერთა ტრენინგი და ვორქშოფი, ღონისძიებები ჩატარდება როგორც დედაქალაქში, ასევე აჭარის რეგიონში. პროექტს ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით.