აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები აჭარაში
 18/10/2022

საქართველოში სტუმრად იმყოფებიან აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები, რომლებიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ აჭარის რეგიონს.

ვიზიტის მიზანია რეგიონის მეთევზე/მეკალმახე ფერმერებთან შეხვედრა, მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზი, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დარგის განვითარების ხელშეწყობის პროცესში.

დღეს სტუმრები მეთევზეობის დარგში მონაწილე სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ინტენსიური ვიზიტები ფერმებში. კვირის ბოლოს კი ჩატარდება შემაჯამებელი ვორქშოფი.

ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.