საქართველოში სტუმრად მყოფმა აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხში მეთევზე (კალმახი, ზუთხი) ფერმერ სოსო ჯაფარიძის ფერმა მოინახულეს.
ფერმაში ექსპერტები გაეცნენ პრობლემებს და ფერმერს მისცეს რეკომენდაციები.
ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.