საქართველოში სტუმრად მყოფმა აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, აჭარაში ერთ-ერთი ინდუსტრიული მეწარმის, მალხაზ შუბლაძის ფერმა მოინახულეს. მას ჰყავს ორაგული, კალმახი, ზუთხი. სრულად აწყობილი აქვს საწარმოო ჯაჭვი.
ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.