საქართველოში სტუმრად მყოფმა აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახოში ნაზიმ ბერიძის ფერმა მოინახულეს. მას ჰყავს კალმახი და ორაგული. აქვს ინკუბატორი და გამოყავს ლიფსიტა, რომელსაც აწვდის როგორც ადგილობრივ, ისე - შიდა ქართლის ფერმერებს.
ფერმა გაერთიანებულია კოოპერატივში, რომელმაც შეიძინა ერთი სპეციალური სადისტრიბუციო მანქანა და იყენებს ლიფსიტებისა და ცოცხალი კალმახის სარეალიზაციოდ.
ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.