საქართველოში სტუმრად მყოფმა აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახოში მეკალმახე ფერმერების ფრიდონ ბოლქვაძის და თამაზ ნაკაშიძის ფერმები მოინახულეს. მათ აქვთ საკუთარი სალიფსიტე და ადგილობრივ და შიდა ქართლის ბაზრებს ამარაგებენ კალმახით და ლიფსიტით.
ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.