საქართველოში სტუმრად მყოფმა აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში სოსო თურმანიძის ფერმა მოინახულეს, სადაც გამოჰყავთ კალმახის ლიფსიტები.
სალიფსიტე მეურნეობას აქვს სხვადასხვა ზომისა და წონის ლიფსიტის რეალიზაციის შესაძლებლობა, რადგან პერიოდულად ხდება ლიფსიტის ზომის მიხედვით გადარჩევა. ფერმის პრიორიტეტია ჯანსაღი ლიფსიტის წარმოება.
ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.