საქართველოში სტუმრად მყოფმა აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კვატიაში, თამაზ ბერიძის კალმახის სალიფსიტე საოჯახო მეურნეობა მოინახულეს.
ფერმერი კალმახის ლიფსიტით ძირითადად შიდა ქართლის რეგიონს ამარაგებს.
ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.