საქართველოში სტუმრად მყოფმა აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, მცირე საოჯახო მეწარმე/მეკალმახე ასლან ველიაძის ფერმა მოინახულეს.
ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.