საქართველოში სტუმრად მყოფმა აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და "მომავლის ფერმერის" გუნდთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა თხილვანაში, დამწყები ფერმერის მინდია ბოლქვაძის საკალმახე საოჯახო მეურნეობა მოინახულეს.
ფერმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. საოჯახო მეურნეობა თევზის ბიზნესთან ერთად აგროტურისტული მიმართულებით ვითარდება.
ვიზიტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" USDA-ის მხარდაჭერით.