ბათუმში სამუშაო ვიზიტის შემაჯამებელი ვორქშოფი ჩატარდა, სადაც აიდაჰოსა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და რეკომენდაციები აჭარაში მეთევზეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ჩართული მხარეები და დარგის სპეციალისტები, მათ შორის: მეთევზე ფერმერები, საკვებისა და მედიკამენტების მომწოდებლები, ასოციაცია ფორეჯი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები.
ღონისძიება ჩაატარა “მომავლის ფერმერმა” აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება აჭარაში და აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას, როგორიცაა: ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობა და მეთევზეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერა.