"მომავლის ფერმერი" გამოფენაზე "მესაქონლეობის ექსპო 2022"
 31/10/2022

"მომავლის ფერმერმა" მონაწილეობა მიიღო „მესაქონლეობის ექსპო 2022-ზე".

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სერვისების შესახებ.

მესაქონლეობის ექსპოს მიზანია ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდას და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებას, გააცნოს და დააკავშიროს სფეროში ჩართული სპეციალისტები და ფერმერები.

ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში“  რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.