მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მომზადება/გადამზადების პროგრამა
 08/11/2022

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მომზადება/გადამზადების პროგრამამ აკრედიტაცია უკვე გაიარა!

"მომავლის ფერმერის" მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა მოკლევადიანი სასწავლო კურსი: "მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა", რომელიც ბსუ-ს ბაზაზე მსმენელებს მალე მიიღებს.

პროგრამის მომზადებაში ჩართული იყვნენ განათლების ექსპერტები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი.

პროგრამა განკუთვნილია დარგით დაინტერესებული პირებისათვის, არსებული სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის.

სასწავლო კურსი მომზადდა ფიტოსანიტარიის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “მომავლის ფერმერი” აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით.

www.bsu.edu.ge