"მომავლის ფერმერი" Agro Batumi 2022-ის მონაწილე
 26/11/2022

"მომავლის ფერმერმა" მონაწილეობა მიიღო გამოფენაზე Agro Batumi 2022.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სერვისების შესახებ.

“მომავლის ფერმერი” აქტიურად მუშაობს აჭარაში სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებითა და ადგილობრივ საჯარო და კერძო მხარეებთან თანამშრომლობით ახორციელებს აქტივობებს მნიშვნელოვან მიმართულებაზე კონცენტრირებით, როგორიცაა: მცენარეთა დაცვა, ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობის მხარდაჭერა და მეთევზეობის/მეკალმახეობის სექტორის გნვითარება.

Agro Batumi 2022 გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბებას.

Agro Batumi 2022 რიგით მე-10 საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც 25-26 ნოემბერს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით იმართება, რომელიც გულისხმობს, აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენას.