„აგრარული ექსტენციის მოკლევადიანი კურსი“
 16/12/2022

დასრულდა "აგრარული ექსტენციის მოკლევადიანი კურსი" აგრარული მიმართულების ფაკულტეტის პედაგოგების, სტუდენტების, ექსტენციის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.


სასწავლო კურსი ჩატარდა „საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსტენციის მოდელი ახალგაზრდების განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში.

სასწავლო კურსი მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში, 5 სალექციო დღის განმავლობაში (12-16.12.22).  მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ უცხოელი სპეციალისტების პრეზენტაციები, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ თემებზე.

სასწავლო კურსის თემები  და ექსპერტები:

US LAND Grant University და კოოპერატიული ექსტენციის სისტემის მიმოხილვა - ექსპერტი, “მომავლის ფერმერის” კონსულტანტი- ლიზა ლოქსმანი, Dr.;

ექსტენციის ურთიერთობები , როლები და პასუხისმგებლობა - ექსპერტები - სინთია ოიერფაქს, M.S., რუქეია დროჰუდი, PhD;

Central State University - ის ექსტენციის ურთიერთობები, როლები და პასუხისმგებლობა - ექსპერტი - პროსპერ დიამეკპორი, PhD;

აშშ-ის კოოპერატივის ექსტენციის მეთოდოლოგია - ექსპერტი, “მომავლის ფერმერის” კონსულტანტი - ლიზა ლოქსმანი, Dr.;

როლები და ექსტენციის მენეჯმენტი - ექსპერტები - სინთია ოიერფაქს, M.S., რუქეია დროჰუდი, PhD;

ექსტენციის პროგრამირების პროცესი; Central State University - ის ექსტენცია - ექსპერტი - პროსპერ დიამეკპორი, PhD.

სასწავლო კურსის სრულფასოვნად გავლის შემდეგ, მსმენელებს გადაეცათ პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაციებისა და აშშ-ის უნივერსიტეტის ექსპერტის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატები.


პროგრამას ახორციელებს "მომავლის ფერმერი" (FOF) ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით.