ამერიკელი სპეციალისტები სტუმრად "მომავლის ფერმერში"
 24/01/2023

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები "მომავლის ფერმერს" სტუმრობდნენ.

ექსპერტები საქართველოში მეხორბლეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით სამუშაო ვიზიტით მეორედ იმყოფებიან.

სამუშაო ფორმატში სპეციალისტები ეცნობიან და იკვლევენ მეხორბლეობის საწარმოო ჯაჭვში მონაწილე სხვადასხვა რგოლების საქმიანობას.

აღნიშნული აქტივობის მიზანია, მეხორბლეობის დარგის ანალიზი და ადგილობრივი წარმოების გაუმჯობესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების შეთავაზება.